ცნობილმა ფეხბურთელმა კვარაცხელიას მთავარი პრობლემა დაასახელა – “ეს უნდა გამოსწორდეს !”

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, 76 წლის განი იმპროტამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ერთ-ერთ იტალიურ რადიოში ისაუბრა და თქვა, რომ კვარაცხელიას მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.

“კვარაცხელიას უნდა დაეხმარონ. მოედანზე მიტოვებულია და ამის გამო ხშირად იბნევა კიდევ. მას ისეთი მწვრთნელი სჭირდება, როგოირიც ლუჩიანო სპალეტი იყო. მეტსაც გეტყვით, მისი მთავარი პრობლემა ვიპოვე. ეს კონტრაქტს ეხება. მისი ანაზღაურების ამბები კვარაზე ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს. არ შეიძლება ყოველდღე მის ხელფასზე საუბარი, ეს მას დარწმუნებული ვარ თრგუნავს.” – ამბობს იმპროტა.

წყარო : Pnews.ge