წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ხვალ, 18 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ბედიას ქ. N8-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 18 დეკემბერს 22:00 საათიდან 19 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონში: შალვა ნუცუბიძის I მ/რ-ის N1,2,3,4,5,6,7,8,9,10, ერმილე ბედიას N3 და გიორგი შავგულიძის ქუჩებს.

ხვალ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მთაწმინდის რაიონში, ფუნიკულიორის ქ. N5-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 18 დეკემბერს 22:00 საათიდან 19 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მთაწმინდის რაიონში: სოფ. ოქროყანა მთლიანად. 

18 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქ.N88 -თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდუბის რაიონში: ჩაჩავას, ჭიაურელის და ბელიაშვილის N68-106 (ლუწებს), N97-131 (კენტებს). 

18 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, მთავარანგელოზის ქ. N15-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ისნის რაიონში: მარტყოფის ქუჩას, მარტყოფის შესახვევს, მარტყოფის 1 და 2 ჩიხებს, აბულაძის, ობსერვატორიის, დმანისის, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, მარინე თბილელის, სევანის, კონსტანტინე ერისთავის, ალადაშვილის და მუხაშავრიას ქუჩებს. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.