„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და „კურიერი პ.ს.“-ის წამყვანი, ავთო გვასალია აქვეყნებს ფოტოს აქციიდან, სადაც დაშავდა და წერს, რომ ცრემლსადენმა გაზმა თვალები ამოუწვა:
„წყლის ჭავლმა რამდენიმე მეტრი მათრია, წიწაკის სპრეიმ ხელი დამიწვა, ცრემლსადენმა გაზმა თვალები ამომიწვა.
მადლობა აქციის მონაწილეებს, რომლებიც დამეხმარნენ. სახეზე ვერც ერთს ვხედავდი, მაგრამ ასე უვლიდნენ ყველას ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი იყო @ana cino ✊
მადლობა სასწრაფოს ექიმებსაც, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ დაშავებულების დასახმარებლად…“ – წერს ჟურნალისტი.