
კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვახტანგ მაჭავარიანის შვილი, ალექსი მაჭავარიანი ავრცელებს.
„ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი, ვახტანგ მაჭავარიანი“ – წერს ალექსი მაჭავარიანი.