უეცრად დამჭკნარი სილამაზე და 35 წლის ასაკში გარდაცვალება – ცნობილი მოდელის ტრაგიკული ცხოვრება და სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული ფოტო

ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომლის დიაგნოსტიკა მოზარდობაში ან ადრეულ ზრდასრულ ასაკში ხდება (12-დან 26 წლამდე), ყველაზე ხშირად გოგონებში. ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს მედიცინის სხვადასხვა სფეროს არაერთი სპეციალისტის ჩართვას. მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც კი ყველას ვერ ეხმარებიან. 

სტატისტიკის მიხედვით, პაციენტთა დაახლოებით 50%-ს შეუძლია დაავადების სრულად დაძლევა, 30%-ს ნაწილობრივ, აქედან 20 აგრძელებს ტანჯვას წლების განმავლობაში, დანარჩენი კი დიაგნოზიდან ათი წლის განმავლობაში იღუპება. კარინა ბაუმანი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა ჟურნალებს, თამაშობდა რეკლამებში და საკმაოდ წარმატებულიც იყო, სანამ ერთ დღეს პარიზში სამოდელო სააგენტოს ერთ-ერთმა აგენტმა მას 5 კგ-ის დაკლება ურჩია. 

მან პირველად ანორექსია 23 წლის ასაკში განიცადა. ჯერ ბაუმანმა პირველივე ხუთი კილოგრამი დაიკლო, შემდეგ კი წონის დაკლების პროცესი ვეღარ შეაჩერა. მუდმივი დიეტის გამო, მოდელმა შეწყვიტა წონის კონტროლი. 

ცოტა ხნის წინ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს მწვავე პნევმონიით. ერთი დღის შემდეგ, მოდელი გარდაიცვალა.