უმძიმესი კადრები კლინიკიდან, სადაც საკეისრო კვეთის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი 26 წლის ქალის ახლობლები მედპერსონალს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – “გვეუბნებიან, კვდებაო… თურმე სისხლდენა ჰქონდა შიგნით”

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, ხმაური და დაპირისპირება იყო. 26 წლის პაციენტის მშობლები და ახლობლები ექიმების დასჯას და კლინიკის დახურვას მოითხოვდნენ. ისინი ექიმის კაბინეტში შეცვივდნენ.

ახლობლების თქმით, სოფო ხინგავას საკეისრო კვეთის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია კლინიკაში ისე გაუკეთეს, რომ ახლობლებს არ შეატყობინეს, ოპერაციის შემდეგ კი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ამ დროისთვის დიაგნოსტიკურ ცენტრშია გადაყვანილი, სადაც უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

პაციენტს საკეისრო კვეთა 7 მაისს ჩაუტარდა, რის შემდეგაც 4 ოპერაცია დასჭირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი”