ალექსანდრა პაიჭაძე ხშირად უზიარებს გულშემატკივარს ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც მისი ცხოვრების სტილი ჩანს. ასევე აქტიურად პასუხობს გამომწერების კითხვებს. ამჯერადაც, მას ურთიერთობაზე ჰკითხეს:
მთავარი რა არის ურთიერთობაში?
რომ ქალმა ყოველთვის უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, კაცმა კი იცოდეს, რომ მისი კარგად ესმით. და ასევე აუცილებელია გადასარევი სექსი. სექსში ჰარმონიის მიღწევა და ეფექტის მიღება შესაძლებელია, თუ წყვილს უყვარს ერთმანეთი და ამ საკითხს ხმამაღლა განიხილავს, ასევე პროფესიონალი სექსოლოგისა და ფსიქოლოგის დახმარებით.