“ვაღიარებთ რომ ხვიჩას შესახებ ვცდებოდით” – იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტებმა შეცდომა აღიარეს და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხვიჩას კლასი არსად არ გამქრალა და ტყუილად არ ითვლება კვარაცხელია იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

“ჩვენ შეცდომა დავუშვით. კვარაცხელიას კლასი არსად არ გაქმრალა. ლაპარაკიც არ უნდა იმას რომ კვარაცხელია ფენომენია” – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

ვეტერანმა ფეხბურთელმა რობერტო სოსამ კი ასეთი სიტყვები თქვა : “კვარაცხელია ფენომენია, თუმცა ნაპოლი მხოლოდ მის იმედზე არ უნდა იყოს. როდესაც თამაში არ წაუვა რა უნდა ქნან ? მარტო ბევრი თამაშის მოგება გაუჭირდება”

წყარო : Pnews.ge