“ვერ გაუძლო 2 შვილის ჩაბანას, ჯერ ერთი ვერც ბანდა მე ვბანდი. უყურადღებო ტიპია და ვერც ვანდობ 2 ბავშვს” – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე 20 წლიტ უმცროს ყოფილ ცოლზე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში მესამე ყოფილ ცოლზე, ენი გასიევაზე, ვისგანაც 2 შვილი ჰყავს დაშორების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მისმა ყოფილმა ცოლმა ოჯახური ცხოვრების სირთულეს ვერ გაუძლო.

ამასთან, წყვილს შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო.

„დაშორების არაფერი მიზეზი გვქონდა, არც მე მყავდა საყვარელი, არც მას უბრალოდ ვერ გაუძლო 2 შვილის ჩაბანას, ჯერ ერთი ვერც ბანდა მე ვბანდი. უყურადღებო ტიპია და ვერც ვანდობ 2 ბავშვს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.