“ვერაგი დაავადებაა..” – რა დაემართა ცნობილ დეპუტატს ხათუნა სამნიძეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მძიმე სენს ებრძვის და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულა“ ეთერში ისაუბრა.

„ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძოლაში აუცილებლად ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს საკუთარი ბრძოლა, ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს..

ვერაგი დაავადებაა.. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დაავადებას ებრძვის და ამ ბრძოლაში“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.