გუშინ, აქციაზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი – ვეტერანი მოჭიდავე, რამაზ ნოზაძე, რომელიც ავტომობილით მეუღლესთან ერთად გადაადგილდებოდა, აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. მისი გაღიზიანება გადაკეტილმა გზამ გამოიწვია. „ნუ გვაწუხებთ, სამშობლოს თქვენ კი არა, მე ვიცავ,“ – ასე მიმართა მან ერთ-ერთ დემონსტრანტს.