ვინ არის მოულოდნელად გარდაცვლილი 33 წლის ქართველი მსახიობი – სამწუხარო ინფორმაცია

33 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ჩხე­რის, ჭი­ა­თუ­რი­სა და ხა­რა­გა­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ხა­რა­გა­უ­ლის ბი­უ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი პაკო თავ­ზა­რაშ­ვი­ლი.

მას კარ­გად იც­ნობ­დნენ თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, რო­გორც ხა­რა­გა­უ­ლის და­სის, ისე დე­და­ქა­ლა­ქის თე­ატ­რე­ბის.

“პაკო თავ­ზა­რაშ­ვი­ლი წა­ვი­და ჩვენ­გან. ჩვე­ნი პაკო ბავ­შვო­ბი­დან იდგა სცე­ნა­ზე ლა­მა­ზი და ახო­ვა­ნი. ის იყო ჩემი პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის მო­ნა­წი­ლე. რო­გორ უხ­დე­ბო­და ჩოხა, რო­გორ უყ­ვარ­და პო­ე­ზია, თე­ატ­რი, ცეკ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბა.

სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში. უყ­ვარ­და ჩვე­ნი თე­ატ­რი და სულ გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ჩვენ დასს.

მთე­ლი და­სის სა­ხე­ლით გა­მოვ­ხა­ტავ დიდ მწუ­ხა­რე­ბას ამ უბე­დუ­რე­ბის გამო და სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ მშობ­ლებს, ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, ხა­რა­გა­ულს“, – წერს ხა­რა­გა­უ­ლის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ირი­ნე ჩხე­ი­ძე.

გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო და მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია ყვე­ლა, ვინც მას იც­ნობ­და.

გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, ერთი ვერ­სი­ით, ახალ­გაზ­რდა თრომ­ბის შე­დე­გად გუ­ლის გა­ჩე­რე­ბამ იმ­სხვერ­პლა.

წყარო : ამბები.ge