ფეხბურთის ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მამა ალკოჰოლიკი იყო, რომელმაც თავისი შვილის დიდებული კარიერა ვერ ნახა. ჟოზე დინის ავეირო 2005 წელს ჭარბი სმის გამო 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაშინ რონალდუ ახალგაზრდა იყო და დიდ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
“მე მამაჩემს 100%-ით ნამდვილად არ ვიცნობდი. ის მუდმივად ნასვამი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვესაუბრებოდი. ჩვენ ერთმანეთთან, ფაქტობრივად, კომუნიკაცია არც გვქონდა, რადგან რთულია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ესაუბრო. ძალიან მწყდება გული, რადგან ის პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც ჩემს მიღწევებს, ტიტულებსა და გატანილ ბურთებს ნახავდა” – ამბობდა რონალდუ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნახეთ მისი ფოტოები.