„ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს შენი ბოლო ფოტო იქნებოდა…“ – რას წერდა ხვიჩა ხოჯავა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე

ქართველი მომღერალი ხვიჩა ხოჯავა მოულოდნელად გარდაიცვალა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერებაა.

ცნობილია, რომ ტრაგიკულ შემთხვევამდე მომღერლის დედა კლინიკაში  საოპერაციოდ იმყოფებოდა და შვილი მას გულშემატკივრობდა.

„უკვე ყველაფერი კარგად იყო… არ მჯერა, ხვიჩა, ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს შენი ბოლო ფოტო იქნებოდა  რამდენ ადამიანს დაწყვიტე გული…“ – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.