„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

„ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. ბო­დიშს ვიხ­დი, ვი­ნა­ნი­ებ, მაგ­რამ მა­ინც მაქ­ვეყ­ნე­ბენ… არ ვიცი, რა გი­თხრათ.. ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი, წა­მო­ვარ­ტყი, ეს არის“, – ასე უპასუხა აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფმა, მერაბ დოლიძემ კითხვას გავრცელებულ ძალადობის კადრებზე, სადაც ჩანს, რომ იგი მის მოსწავლეს ფიზიკურად ეხება.

მომხდარს კი ქორეოგრაფი ambebi.ge-სთან საუბრისას ასე იხსენებს:

„არ ვიცი, ეს რო­გორ და­მე­მარ­თა, არას­დროს ბავ­შვზე ხელი არ ამი­წე­ვია. დედა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, ალ­ბათ ამი­ტომ ვერ შე­ვი­კა­ვე თავი. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე, კი…

ეს კად­რე­ბი არ­სად გა­სუ­ლა. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ დი­რექ­ტორ­მა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა, უბ­რა­ლოდ, მე და ად­ვო­კატ­მა მო­ვი­თხო­ვეთ, რომ არ გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო არ დას­რულ­დე­ბო­და და გა­ნა­ჩენს არ გა­მო­მი­ტან­დნენ.

ად­ვო­კატ­მა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა მოგ­ვე­თხო­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ყა­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და ამას მი­ე­ცა მერე მსვლე­ლო­ბა, თო­რემ მე თავს კი არ ვი­მარ­თლებ, რა მაქვს გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი? ვნა­ნობ, ოჯახს დავ­დევ­დი და ვთხოვ­დი, იქ­ნებ ეპა­ტი­ე­ბი­ნათ.

პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო… გე­ფი­ცე­ბით, 25 წე­ლია ბავ­შვებ­თან ვარ და სა­ერ­თოდ არ ვე­კა­რე­ბი მათ, ამა­სო­ბა­ში ჩემ­თან, დარ­ბაზ­ში ჩხუ­ბიც არ მომ­ხდა­რა ერ­თმა­ნეთ­ში და ამან ცოტა გა­და­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ი­დან, დედა ახა­ლი მკვდა­რი მყავ­და და ესეც და­ე­მა­ტა…

ბავ­შვზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, მას­ზე საყ­ვე­დუ­რის თქმა არ მინ­და, ამას არას­დროს გა­ვა­კე­თებ, მათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­ვით ვზრდი­დი…

მშობ­ლებს არაფ­რის გა­გო­ნე­ბა არ უნ­დათ, კად­რე­ბი და­დეს და ამან უფრო გა­ამ­ძაფ­რა სი­ტუ­ა­ცია, ჩემ­გა­ნაც სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და და… მოკ­ლედ, არ ვიცი… ძა­ლი­ან ვნა­ნობ“. – ამბობს მერაბ დოლიძე.