“ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ, თქვენს სოფლებში დაბრუნდით “- მანანა თოდაძე

მომღერალმა მანანა თოდაძემ ჟურნალ „სარკეს“ ინტერვიუ მისცა.

მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ასევე მომღერალმა ქალაქში ქირით მცხოვრებ ხალხს მოუწოდა, რომ თავიანთ სოფლებში დაბრუნდნენ.

„ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინონ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“, – თქვა მან.

წყარო : Mix.Metronome.ge