შეიარაღებული თავდასხმა გერმანიაში – ბანკის შენობაში თავდასხმის დროს ორი თანამშრომელი იმყოფებოდა

2017-04-21



გერმანიის ქალაქ ვალდსჰუტში მდებარე ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

როგორც RT იუწყება, სამართალდამცველებმა მისი დაკავება უკვე შეძლეს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბანკის შენობაში თავდასხმის დროს ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს. 

მედიის ცნობით, პოლიციამ მძარცველს ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ის დაიჭრა. 

ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარტალდამცველები არიან მობილიზებული. მათ ქუჩა გადაკეტეს.