ლონდონში მომხდარი ძლიერი ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

2017-06-19



BBC-ის ცნობით, ლონდონში მომხდარ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.

Grenfell Tower-ის ხანძრის დროს დაკარგული ადამიანები ადგილობრივმა პოლიციამ გარდაცვლილებად სცნო, შესაბამისად საუბარია არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომელთა ცხედრები უკვე იპოვეს.

სამართალდამცველების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ისევ გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ კენსინგტონის უბანში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 14 ივნისს, შუაღამით გაჩნდა. ხანძრის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ დასრულებულა.