„ზედაზენი კრაფტი“ - ქართული ლუდის კომპანიის მორიგი საჩუქარი ლუდის მოყვარულებს

2017-07-11



ხვალ, 12 ივლისს, ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“, ახალი ბრენდის „ზედაზენი კრაფტი“-ის პრეზენტაციას გამართავს.

სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ წარმოების პროცესს და დააგემოვნონ პირველი ბოთლში  ჩამოსხმული კრაფტ ლუდი.

„ზედაზენი კრაფტი“ გაყიდვაში ხვალიდან ჩაეშვება და დახლებზე  0,33ლ,  0,5ლ  1,0ლ,  2.0ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი.

პრეზენტაცია 17:00 საათზე, ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიაში“ გაიმართება (მცხეთა, სოფ. საგურამო).

(R)