ტარიელ ებრალიძემ მაწყვალთაში სკოლის მშნებლობა დაათვალიერა

დღეს, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ტარიელ ებრალიძე სოფელ მაწყვალთაში იმყოფებოდა.

დაათვალიერა მაწყვალთის საჯარო სკოლის მშენებლობა და მოსახლეობას შეხვდა. მაწყვალთაში ახალი თანამედროვე სტანდარეტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა ხორციელდება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში.

პროექტის მიხედვით აშენდება 2-სართულიანი შენობა სპორტული დარბაზით. სამუშაოებს შპს ,,მტმ“ აწარმოებს. ახალი შენობა სრულად დააკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას.

შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციული ოთახები, სველი წერტილები, მათ შორის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ახალი შენობა და სპორტული დარბაზი აღიჭურვება ინვენტარით (მერხები, სკამები, დაფები, კარადები, კალათბურთის ფარები, ფრენბურთის ბადე, ხელბურთის კარები). კეთილმოეწყობა სკოლის ეზო დეკორატიული ფილებით, გაზონებით, ღობით.

(NS)