პაატა მეხრიშვილი: ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქმა თეთრუაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო

 „პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება შორენა თეთრუაშვილის გათავისუფლების შესახებ, თუმცა მასთან მივიდნენ მეუფე იაკობი და სხვა მეუფეები და დაარწმუნეს, რომ ის თანამდებობაზე დაეტოვებინა“,-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

„სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამჯერ მიიღო პატრიარქმა არათუ ერთხელ. თუმცა გარკვეული გარკვეული მეუფეების ჩარევის შემდეგ პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება შეცვალა“,-აღნიშნა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ  დადასტურებული ფაქტია რომ შორენა თეთრუაშვილი ინტრიგების  დიდოსტატია და ამის გამო ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა სურვილი, ის საპატრიარქოს საქმიანობას ჩამოშორებოდა.