ყოფილი და მოქმედი პრემიერი, ბერა და სხვა ცნობილი სახეები მარი გრიგოლიას ქორწილში - ფოტო

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ქალიშვილის, მარიამ გრიგოლიას რჩეული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. მარიამი და ნიკოლოზი დიდი ხანია შეყვარებულები არიან. ზაფხულში მათ ნიშნობა ჰქონდათ, დღეს კი ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. 

მარიამი შესანიშნავი იურისტია, მისი რჩეული კი სპორტსმენი.

ქორწილზე იმყოფებოდნენ, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მოგვიანებით ქორწილს რეპერი ბერა და მერობის კანდიდატი კახი კალაძე შეუერთდნენ. 

მარიამის და ნიკოლოზის ბედნიერაბა გაიზიარეს ცნობილმა ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებმაც.

ქორწილი მცხეთაში ბიზნესმენ გიჯა ბუბუტეიშვილის რესტორან "გუჯარში" გადაიხადეს.