ფრიდონ ფუტკარაძემ მიქელაძეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

შუახევის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,უკიდურესად გაჭირვებული ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის” პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, სოფელ ნენიაში გივი მიქელაძის 7 წევრიანი ოჯახი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე თენგიზ ივანაძესთან და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მირიან აბაშიძესთან ერთად მოინახულა. მიქელაძეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10 000-10 000 ლარი გადასცა.

საახალწლო ნობათი აღნიშნული კატეგორიის 12 ოჯახს გადაეცა.

 

(NS)