ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“ ახალ გეგმებს და ახალ მმართველ ბორდს წარმოადგენს

ბორდის ახალი წევრების და სამომავლო მიზნების პრეზენტაცია  28 დეკემბერს, 12.00 საათზე სასტუმროში HOLIDAY INN-ში გაიმართება.

ფედერაციის მართველი ბორდის წევრები არიან: ქ-ნი  თინათინ რუხაძე, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია  „ეისითის“ დამფუძნებელი“  „საქართველოს  ფერმერთა ასოციაციის”  დამფუძნებელი, ქ-ნი ნინო ზამბახიძე, ლიდერი იურიდიული კომპანია “ბიელსის“ მმართველი პარტნიორი - ქ-ნი ქეთევან ქვარცხავა,  კომპანია გალფის ვიცე პრეზიდენტი - ქ-ნი ნინო ჯიბლაძე,  “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ქ-ნი ნათია თურნავა, უმსხვილესი ქართული საწარმო “დიოს”  დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი - ქ-ნი ირმა დაუშვილი, საკომუნიკაციო კომპანია   “ქი ქომუნიქეიშენის“ დამფუძნებელი - ქ-ნი თეონა ბაღდავაძე,  აზროვნების აკადემია “ლეტერატოს“ დამფუძნებელი - ქ-ნი თამარ რაზმაძე,  მეცხოველეობის დარგის ლიდერი კომპანიის “კავკასიის გენეტიკა“ დამფუძნებელი - ქ-ნი თამარ  ყაჭაშვილი.

ფედერაციის მიზანია ქალ-ბიზნესმენთა იდეების მხარდაჭერა. იგეგმება ქალთა ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, ქალთა შორის ინოვაციური ბიზნეს იდეების პოპულარიზაცია, დაფინანსების მოძიების მხარდაჭერა და სასტიპენდიო ფონდების შექმნა. ბიზნესმენ ქალთა ფედერაცია  დაეხმარება წევრებს კონკრეტული წინადადებების ან ინოვაციური იდეების ადვოკატირებაში და მეგზურობას გასწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. იგეგმება ბიზნეს ლიდერ ქალთა ლობის გაზრდა საკანონმდებლო დონეზე.

ეტაპობრივად მოხდება ბიზნეს-ლიდერ ქალთა აქტიური ჩართვა საქართველოსა და გლობალურ ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების ასპექტებში. ფედერაცია გეგმავს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს ლიდერ ქალებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

განახლებულ ფედერაციაში მმართველი ბორდის თავმჯდომარის ადგილს, ასოციაციის დამფუძნებლის, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” დაფუძნებლის - ქ-ნი თინათინ რუხაძისაგან გადაიბარებს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია  “ გლობალ ბენეფიტის ჯორჯია”   გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი - ქ-ნი ნინო კობახიძე.

ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია,2 წლის წინ შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში,  ქალთა როლის გასაძლიერების მიზნით.

ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის საქმიანობაში ჩართვის მსურველებს ეტაპობრივად მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას. ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობას შეუდგება 2018 წლის პირველი თებერვლიდან.

 

(NS)