
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
სესიაშვილი ამბობს, რომ ვიწრო წრეები დაკავებულები არიან გარკვეული სპეკულაციებით იმის ნაცვლად რომ დაინტერესებულები იყვნენ ქვეყნის უსაფრთხოებით.
„ეს პოლიტიკური სპეკულაციაა წმინდა წყლის და სხვა მეტი არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ როდესაც გამოძიება ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს,“-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ოპოზიცია პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.


აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს


ქართველი ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ბრწყინვალე გამოსვლა
რიკი მარტინმა და მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სახლი დაათვალიერებინეს
500 მეტრის სიმაღლიდან დანახული ახალი წლის თბილისი
პოეტ რატიანის დაკავების კადრები
ტიტანიკის გადაღებიდან ზუსტად 20 წელი გავიდა - ვიდეო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |