4 ვებ გიგანტი ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს

4 ვებ გიგანტი ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ BBC წერს. 

Facebook-ს, Google-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს მომხმარებლებისთვის მიზნობრივი სარეკლამო სერვისების იძულებით გამოყენებაში ადანაშაულებენ. 

პირადი ხელშეუხებლობის შესახებ ინფორმაციის ჯგუფი noyb.eu, რომელსაც აქტივისტი მაქს შერმანი ხელმძღვანელობს განმარტავს, რომ ხალხს „თავისუფალი არჩევანი“ არ მისცეს.  

შესაძლოა ვებ გიგანტები აიძულონ რეგულაციები მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული გახადონ. თუ ეს ტალღა გაგრძელდა არ არის გამორიცხული კომპანიები დააჯარიმონ კიდეც.