სარფში თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე აღმოაჩინეს

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდა, თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში აღმოაჩინეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჩანთაში აღმოჩენილი ქალი 22 წლის ქალია.

მესაზღვრეებმა ბარგის ჩხრეკის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ქალი, ასევე საქართველოს მოქალაქე თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას დიდი ზომის ჩანთით ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.