ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნის შედეგად, 2 მუშა დაიღუპა

ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნის შედეგად, ორი მუშა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბალახვანში მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.