ანაკლიის პორტის მშენებლობის მცდელობები

ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო, თუმცა იქამდე, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ანაკლი ისპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთიინიციატივა და პროექტი არსებობდა: ინიციატივებისათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს, როცაანაკლიაში პორტის საჭროებაზე საუბრობდნენ. ნავსადგურის პირველი მცდელობა1960-იანი წლებისბოლოთი თარიღდება. იდეის განხორციელებისკენგადადგმული პირველი ნაბიჯი სანაპიროზე პირსისაშენება იყო. სამწუხაროდ, იდეა ამ ეტაპს ვერ გასცდა.

პროექტის პირველი მონახაზი 1974 წელს ჩნდება, როცაანაკლიის მისადგომების ათვისებისთვის, ოკეანოლოგზენკოვიჩის ავტორობით გეგმა შეადგინეს.1980-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პორტს კვლავ უბრუნდებიან. ამ პერიოდით თარიღდებაპროფესორ არჩილ კიკნაძისა და არქიტექტორ გიორგი მეტრეველის ანაკლიის პორტის პროექტი. 1986 წელს მომზადებულ კვლევაში კი „საქნაპირდაცვის“ სამსაუხრი მაშინდელ მთავრობასრეკომენდაციას უწევს, რომ ანაკლია საქართველოს სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტისმშენებლობისთვის საუკეთესო ადგილია.

1993-93 წლებში საქართველოს მთავრობას ბათუმის პარალელურად ანაკლიაში ნავთობტერმინალისმშენებლობის მცდელობა ჰქონდა.

1997 წელს ანაკლიაში პორტის მშენებლობით დაინტერესებულმა ისრაელის მეწარმეთა ჯგუფმატრანსპორტის სამინისტროს მიმართა. თუმცა, მათ შესაბამისი ბიზნესგეგმა არ წარუდგენიათ.

პორტის საპროექტო წინადადებები 1998-1999 წლებში კვლავ გაიხსენეს, რომელიც ქართულ-უკრაინულმა კონსორციუმმა „ეგრისმა’ წარადგინა. მოგვიანებით, 2000 და 2001 წლებში ანაკლიისპორტის მშეენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. ტენდერებში 12-მდესაერთაშორისო კომპანიის განაცხადები ფიქსირდება. თუმცა, აფხაზეთთან გამწვავებულიმდგომარეობის გამო, პროცესი ვერ დასრულდა.

2002 წელს ანაკლიის გეგმარების ალტერნატიული ვარიანტი შეიქმნა, რომელიც „მშენპროექტმა“ დაამუშავა.

2010 წელს ანაკლიის პორტი ისევ აქტუალური ხდება გახმაურებული პროექტის “ლაზიკის” სახელწოდებით. ანაკლიაში ქალაქის და პორტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცაეს პროექტიც განუხორციელებელი დარჩა.

2013 წელს მთავრობამ იაპონურ კომპანია PADECO-ს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისმიზანშეწონილობის კვლევა დაუკვეთა; კომპანიამ პორტის აშენების საუკეთესო ადგილი გამოავლინა.