“32 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ არ მითქვამს – სად ხარ. როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა”

“ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარი მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძეა.

“ვფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად არის ჩემთან და ყველაზე მეტია, ვიდრე ოდესმე. 32 წელი ისე ვიცხოვრეთ, რომ არ მითქვამს – სად ხარ. როცა ძალიან გამიჭირდება ან ძალიან შემეშინდება, ვფიქრობ – გიო, დამეხმარე და საიდანღაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზუსტად ისე მეხმარებიან, როგორც გიორგი დამეხმარებოდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არასდროს დავუტოვებივარ! ამ ადამიანებს მიგზავნის, რომ მარტო არ ვიყო.

როდესაც შვილიშვილი გაჩნდა, თითქოს მრცხვენოდა გიორგის, რომ მას არ შეეძლო ამ ბედნიერების გაზიარება, ამ სიხარულში ის არ იყო. საშინელება იყო ამ დიაგნოზის გაგება, თითქოს დავიკარგე, სამყარო გაქვავდა. ყველაზე მძიმე იყო სახლში მარტო დაბრუნება. შემეცოდა გიორგი, ვერ გავიმეტე ამისთვის. შინაგანად ძალიან ცარიელი ვარ. ხანდახან ძალიან მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს. მივდივარ ხოლმე და წერილს ვუტოვებ და არ არსებობს, ხანდახან ფუტკარი მოფრინდება ზამთარში, ხან ყვავილს მოიტანს ქარი. ეს ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

გიორგი საოცარი ადამიანი იყო, მასზე საუბრით არასდროს დავიღლები”, – ამბობს ნათია ბანძელაძე.