სილა თურქოღლუს წარმატების გზა – როგორ გახდა ჩვეულებრივი გოგონა თურქული სერიალების ვარსკვლავი

სილა თურქოღლუს ჩვენი ტელემაყურებელი ჯერ კიდევ სერიალ “სხვისი შვილიდან” იცნობს. როგორც ცნობილია, ამ სერიალიდან რამდენიმე სეზონის შემდეგ წავიდა და რა ხანია, ის ქართველმა მსახიობმა ნანა სტამბოლიშვილმა ჩაანაცვლა. ახლახან კი სილა ახალ სერიალში გამოჩნდა – “შერბეთში” და კვლავ აქტუალური გახდა მაყურებლებისთვის.

დღეს სილა ნამდვილი ვარსკვლავია, მშვენიერი და პოპულარული, თუმცა თურქულ პრესაში ხშირად ვრცელდება მისი ძველი ფოტოები, სადაც ის სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგონაა.

სილა მართლაც ჩვეულებრივი გოგოა, ჩვეულებრივი ოჯახიდან, რომელმაც საკმაოდ დიდ წრმატებას მიაღწია.

1999 წელს დაიბადა ქალაქ იზმირში. ბავშვობიდან იტაცებდა მსახიობობა და ყველანაირად ცდილობდა მიზნის მიღწევას. ამბობს, რომ საკმაოდ ბევრს შრომობდა.

სამსახიობო კარიერა კი სკოლის დამთავრებიდან მალევე დაიწყო, თურქულ სერიალში “ნუ ტირი, დედა”. რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ დიდი როლებიც ანდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შშმ პირის როლი სერიალში “ფიცი” და ამ როლის ნიჭიერად შესრულებისთვის შეიყვარა მაყურებელმა. ამავე როლმა მოუტანა მთავარი როლი “სხვის შვილში”.

ამ სერიალში თამაშის პერიოდში ხმებიც ვრცელდებოდა, თითქოს მას და მის პარტნიორს ჰალილ იბრაგიმს შორის რომანი გაჩაღდა, თუმცა არც ერთს არ დაუდასტურებია ეს ხმები.

ახლა კი “შერბეთში” გამოჩნდა, რომლის პირველი სეზონი 2023 წლის აგვისტოში გამოვიდა ეკრანებზე და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა.

წყარო : Mshoblebi.ge