4-წლიანი კონტრაქტი და 2.5-ჯერ მეტი ხელფასი – გიორგი მამარდაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ახლოსაა, რომ მიმდინარე ზაფხულს ლივერპულს შეუერთდეს.

ამ ეტაპზე, მხარეები შემდეგ პირობებზე თანხმდებიან – მამარდაშვილი პრემიერ ლიგის გრანდს ამ ზაფხულს შეუერთდება, თუმცა 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დაბრუნდება, სანამ ალისონი ლივერპულს არ დატოვებს.

LaGazzeta.geს ინფორმაციით, თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, მამარდაშვილის ლივერპულში კონტრაქტი ასეთი იქნება – 4-წლიანი კონტრაქტი მერსესაიდულ გუნდთან და 4 მილიონი ევრო წელიწადში. ვალენსიაში მამარდაშვილის ამჟამინდელი ანაზღაურება 1.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ამაზე შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ მიღწეულა, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ 1-წლიანი იჯარის პერიოდში, მამარდას იმ ხელფასს, რაც ამჟამად მას ვალენსიაში აქვს, ღამურები გადაუხდიან, დანარჩენ ნაწილს კი ლივერპული.

წყარო : lagazzetta.ge