8 აპრილს მზის სრული დაბნელებაა – რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება

2024 წლის 8 აპ­რილს მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში და­ი­წყე­ბა, შემ­დეგ კი ის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას, მექ­სი­კას, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სა­ბო­ლო­ოდ კა­ნა­დას გა­დაკ­ვეთს. იგი 4 წუთ­სა და 28 წამს გაგ­რძელ­დე­ბა. შემ­დე­გი დაბ­ნე­ლე­ბა მხო­ლოდ 2026 წელს მოხ­დე­ბა და ის ძი­რი­თა­დად ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში იქ­ნე­ბა ხი­ლუ­ლი.

  • რა უნდა ვი­ცო­დეთ მზის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ

მზის დაბ­ნე­ლე­ბა — ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, ხდე­ბა მთვა­რის მოხ­ვედ­რი­სას მზე­სა და დე­და­მი­წას შო­რის, რის გა­მოც დე­და­მი­წა­ზე მყო­ფე­ბის­თვის მზე სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ და­ფა­რუ­ლია. დაბ­ნე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი.

მისი სის­რუ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა მთვა­რე დე­და­მი­წას­თან. ნა­წი­ლობ­რი­ვი მზის დაბ­ნე­ლე­ბის დროს მთვა­რე იმ­ყო­ფე­ბა დე­და­მი­წი­დან მაქ­სი­მა­ლურ მან­ძილ­ზე, ამი­ტომ ის მზე­ზე პა­ტა­რა ჩანს და მთლი­ა­ნად არ ფა­რავს მას.

ამ ფე­ნო­მენს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი მა­ინც აქვს. აღი­ნიშ­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ჩი­ტე­ბის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, მზის უე­ცა­რი დაბ­ნე­ლე­ბა და შემ­დეგ გა­მო­ნა­თე­ბა მცე­ნა­რე­ებ­ზე უჩ­ვე­უ­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს.

მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ძა­ლი­ან მუქი სათ­ვა­ლე­ე­ბით ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით – წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მხედ­ვე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­ნე­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას, თი­თო­ე­ულ ად­გი­ლას ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ას­ტრო­ნო­მე­ბის აზ­რით, ერთ ად­გი­ლას დაბ­ნე­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა 7 წუთი 32 წა­მია.

წყა­რო: BBC და Tia.ge