UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, რომელიც საქართველოში იმყოფება, 20 მარტს მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად თბილისის ძველ უბნებს ეწვია.
ჯორჯინამ გამომწერებს თბილისში გადაღებული კადრები გაუზიარა. კადრებში ჩანს ძველი თბილისის ხედი. მოგვიანებით კი მან წვეულებიდან ვიდეო გაავრცელა.