33 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ხარაგაულის ბიუროს თანამშრომელი პაკო თავზარაშვილი.
მას კარგად იცნობდნენ თეატრალურ წრეებში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა სპექტაკლებში, როგორც ხარაგაულის დასის, ისე დედაქალაქის თეატრების.
“პაკო თავზარაშვილი წავიდა ჩვენგან. ჩვენი პაკო ბავშვობიდან იდგა სცენაზე ლამაზი და ახოვანი. ის იყო ჩემი პირველი სპექტაკლის მონაწილე. როგორ უხდებოდა ჩოხა, როგორ უყვარდა პოეზია, თეატრი, ცეკვა, ხელოვნება.
სტუდენტობის პერიოდშიც მონაწილეობდა სპექტაკლებში. უყვარდა ჩვენი თეატრი და სულ გულშემატკივრობდა ჩვენ დასს.
მთელი დასის სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას ამ უბედურების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, ხარაგაულს“, – წერს ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც ამბობენ, ის საუკეთესო ადამიანი იყო და მომხდარით შეძრულია ყველა, ვინც მას იცნობდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, ერთი ვერსიით, ახალგაზრდა თრომბის შედეგად გულის გაჩერებამ იმსხვერპლა.
წყარო : ამბები.ge