იტალიური გამოცემა FQ Magazine წერს, რომ ნინი გოგიჩაიშვილი იტალიელ რეპერ Fedez-ზეა შეყვარებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც “მის საქართველო 2018”-ს, ნინი გოგიჩაიშვილსა და ცნობილ იტალიელ რეპერს რომანი აქვთ. პრესა წერს, რომ რეპერმა და მოდელმა სოციალურ ქსელში ერთი და იგივე ლოკაციიდან გამოაქვეყნეს ფოტოები. მოგვიანებით კი, როცა გამომწერებმა ეს დამთხვევა შენიშნეს, პოსტები წაშალეს. ნინი და Fedez-ი ლოს-ანჯელესში, გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
ნინის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე არ წყდება კომენტარები მისი და ფედესის ურთიერთობის შესახებ: “მიყვარხარ, მაგრამ Fedez-თან ერთად ხარ? მოდი, გავაქარწყლოთ ეს ჭორი” – წერს ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებელი. “არავინ იცის, გიპასუხებს თუ არა, მაგრამ ამით საკუთარ პროფილზე აქტიურობა გაზარდა, ეს ყველას მოსწონს” – წერია პასუხად.
ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის შეყვარებული?
ფედერიკო ლეონარდო ლუჩია დაიბადა 1989 წლის 15 ოქტომბერს. ცნობილია, როგორც Fedez. არის იტალიელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და ბიზნესმენი. მისი მუსიკა იტალიაში პოპულარულია და ალბომს, რომელშიც ცნობილი სიმღერა Cigno nero-ც შედიოდა, მიენიჭა 3× პლატინის სერტიფიკატი იტალიური მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაციის მიერ.
ფედერიკო ლეონარდო ლუჩიამ ბავშვობა გაატარა ბუჩინასკოსა და კორსიკოში, რომელიც მდებარეობს მილანის პროვინციაში, შემდეგ კი გადავიდა როზანოში. მან სწავლა დაიწყო სამხატვრო საშუალო სკოლაში (Liceo Artistico), თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
ფედესმა 2017 წლის 6 მაისს ვერონაში კონცერტის დროს რჩეულს, იტალიელ მოდის ბლოგერს, კიარა ფერანის ხელი სთხოვა. მაშინ ხელის თხოვნის ამ კადრებს მთელმა იტალიამ უყურა, რადგან კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა იტალიური რადიო და ტელეარხ RTL 102.5-ის მაუწყებლობით. ფედესი და ფერანი დაქორწინდნენ ნოტოში, სიცილიაში 2018 წლის 1-ელ სექტემბერს. მათ ჰყავთ ვაჟი, ლეონე, რომელიც დაიბადა 2018 წლის 19 მარტს და ქალიშვილი, ვიტორია, რომელიც დაიბადა 2021 წლის 23 მარტს.
წყარო : marao.ge