მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი დასთან, თაკოსთან ერთად გადაცემა “პრაიმ შოუს” სტუმარი იყო, სადაც ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ საუბრობდნენ.
„ოთო არის უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. არ მეგულება სხვა არავინ, ვისი აზრიც ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ოთოსი.
თაყვანისმცემლების ნაწილშიც, ვფიქრობ ხოლმე, ოთო რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნება და ამიტომ, მე თვითონ დიდი ფილტრი მაქვს ჩართული. მგონია, იმდენად ჩემი თანამოაზრეა, რომ ან ნაწილშიც გავუგებთ ერთმანეთს”, – ამბობს თაკო ფოლადაშვილი.