რუსი პრიმადონა ალა პუგაჩოვა, რომელიც ბოლო პერიოდში კვიპროსში ცხოვრობს, საშოპინგოდ ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც, მოულოდნელად, ცუდად გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, მომღერალმა გამყიდველს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. როგორც გაირკვა, პუგაჩოვას ფეხების შეშუპება აწუხებს.
“გამყიდველთან საუბრისას მან თქვა, რომ ბოლო დროს იძულებულია დიდი ზომის ფეხსაცმელი იყიდოს, რადგან ფეხები ძალიან უშუპდება. იმ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, პრიმადონა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა”, – განაცხადა მედიასთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი მომღერალი 74 წლისაა.