პაატა თედიაშვილი ნიკოს და სალომეს : “დიდი ტრაგედია გელოდებათ, თქვენ ერთმანეთს დაშორდებით, ყველა ამას ველოდებით”

დომინანტური დამოკიდებულების გამო, „პრაიმ ჰაუსის“ ლაივზე სალომე უშხვანი გააკრიტიკეს. როგორც პაატა თედიაშვილი ამბობს, ის მეუღლეს, ნიკო ქართველს საუბარს არ აცდის, რაც დროთა განმავლობაში, დიდი კონფლიქტის წინაპირობა გახდება. თედიაშვილი ვარაუდობს, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდება.

„ვფიქრობ და მგონია, რომ ამ პროექტში, რომელსაც ჰქვია „ALL STAR“ სეზონი, ნიკო და სალომე ერთმანეთს დაშორდებიან. მე მაინც მგონია, რომ შოუში დაშორდებიან. მე ვხედავ ამ სიტუაციას (ბზარებს). გამონათქვამია ასეთი: როლი ქმრის ყველაზე დიდი მტერია, როცა ის რაღაცით უკმაყოფილოა… მათ შორის განხეთქილება აუცილებლად მოხდება… რადგან ურთიერთობაში ორივე ლიდერია.

სალომე ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ხშირად მისი ჟესტიკულაცია და გამომეტყველება განსაზღვრავს ხოლმე რა სწყინს, ამაზე ყოველთვის არ საუბრობს და ამაშია მისი სიჭკვიანე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ისინი საბოლოოდ თუ არა, გარკვეული დროით მაინც დაშორდებიან ამ შოუში ერთმანეთს და ეს იქნება ძალიან საინტერესო მაყურებლისთვის. ყველა ამას ველოდებით და გაითვალისწინეთ.

ჩემი გათვლებით, თქვენ ძალიან დიდი ტრაგედია გელოდებათ წინ, რასაც ყველა ერთად ვიხილავთ და არაერთი ლექსი და სიმღერა დაიწერება ნიკოლოზისგან,“ – ამბობს პაატა თედიაშვილი.

წყარო : პრაიმტაიმი