ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში ასეთი შემთხვევის შესახებ წერს:
„რა ღირს-მეთქი? (ბახტრიონზე, გარაჟივით მაღაზიაში) და 60 ლარიო…
კილო-მეთქი?
არაო, ერთი ეს პაწია შეფუთვაო.
ამოცანა გეკითხებათ: რამდენი ლარის ბალია ფოტოზე?
ატამი – შეფუთვა 35 ლარი.
რა ჯიშის იყო და რა უბნელი გამყიდველმა არ იცოდა. ხომ არ მეხუმრა?” – წერს ესმა კუნჭულია.
სავარაუდოდ 1 პატარა შეფუთვაში 150-200 გრამი ბალი იყო მოთავსებული. შესაბამისად, 1 კილოგრამის ფასი მინიმუმ 300 ლარს აღწევს.