ეს ქალბატონი 72 წლის ნორმა უილიამსია, რომელიც დღეს ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის მოდელი. რა არის მისი საიდუმლო? ამის შესახებ მან ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ნორმამ გადაწყვიტა დაეტოვებინა თავის სამშობლო და გადაბარგდა იტალიაში, სადაც დაიწყო საკუთარი ბიზნესი და 10 წლით უფროს ქმართან ერთად მართავს. ქალი დარწმუნებულია, რომ ლამაზი სხეული არ განისაზღვრება წონით ან სიმაღლით. შეიძლება იყო მაღალი ან დაბალი, მოხდენილი ან მსუქანი, მაგრამ ლამაზი სხეული – ეს უპირველესყოვლისა სხეულია, რომელიც სარკეში ყურებისას აღფრთოვანებას იწვევს.
რაშია 72 წლის ნორმა უილიამის საიდუმლო
მისი რაციონი მდიდარია ხილით, ბოსტნეულითა და ცილებით. გარდა ამისა, ის დროდადრო ანებივრებს საკუთარ თავს გემრიელი ნამცხვრებით. მისი საყვარელი კერძია – სპაგეტი მთლიანი ხორბლისგან, ბოსტნეულითა და ზეითუნის ზეთით. ზეითუნის ზეთი – მისი საყვარელი საკმაზია, ნორმა მას პრაქტიკულად ყველა კერძში ამატებს.
ნაკლები სტრესი
კვლევები გვაჩვენებენ, რომ სტრესი ორგანიზმში ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რომლებსაც შეუძლია დაბერება დააჩქაროს. ისეთი ჰორმონების ზრდა, როგორებიც არის ადრენალინი და კორტიზოლი, იწვევს არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვის სიხშირის მომატებას. ქრონიკული სტრესის მოსაშორებლად ექსპერტები გვირჩევენ გამოვიყენოთ მოდუნების მეთოდები.
არა მავნე ცხიმებს
თავის მოვლის საიდუმლოებები 70 წლის უბერებელი ნორმა უილიამსისგან
მოერიდეთ ცხიმებს, რომლებსაც შეიცავს გადამუშავებული ხორცის პროდუქტები, შემწვარი საკვები და ფასტ-ფუდი. არსებობს სასარგებლო ცხიმებიც, მათ შორის ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, რომლებიც ეხმარებიან განწყობის სტაბილიზირებას, ძვლების გამძლეობას და ხელს უშლიან დაბერების ნიშნების გაჩენას. ისინი ისეთი პროდუქტების შემადგენლობაშია, როგორიც არის ორაგული, ნიგოზი.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა
რეგულარული ვარჯიში ეხმარება არა მხოლოდ წონის კონტროლში და კუნთებისა და ძვლების გამაგრებაში, არამედ აუმჯობესებს განწყობას და ტვინის მუშაობას. მეცნიერები აღნიშნავენ კავშირს ფიზიკური ვარჯიშებსა და ტვინის მუშაობის გაუმჯობესების შორის.
ჯანსაღი ძილი
თავის მოვლის საიდუმლოებები 70 წლის უბერებელი ნორმა უილიამსისგან
ქრონიკული უძილობა ან ცუდი ძილი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. როცა გვძინავს, ჩვენი ორგანიზმის უჯრედები იწყებს აღდგენას, რადგან ზრდის ჰორმონი მხოლოდ ღამე მუშაობს. თუ ცუდად გძინავთ, თქვენზე შეიძლება უფრო ძლიერად იმოქმედოს სტრესმა, რის გამოც შეიძლება დაირღვეს სასარგებლო ნივთიერების მიწოდება უჯრედებისადმი, კანი და თმა კი უფერული და უსიცოცხლო გახდება.
წყარო : ITAR.GE