ნაპოლის და სამპდორიას ყოფილმა მწვრთნელმა ვალტერ ნოველინომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ისევ იმ ფორმას დაუბრუნდა, რომელიც მან გასულ სეზონში აჩვენა.
“ქართველი ოპტიმალურ ფორმაში შევიდა. ისე თამაშობს ბოლო მატჩებია, როგორც გასულ სეზონში” – ამბობას ნოველინო.
ხვიჩა ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და 2024 წელს აშკარად უფრო დასვენებული შეხვდა.
მაძარი აპირებს კვარაცხელია ამიერიდან მეორე თავდამსმხელად ათამაშოს და დაცვაში გარჯაც ხვიჩას დიდად აღარ მოუწევს.
კვარა მილანთან ცენტრში, თავდამსხმელის უკან იქნება და მისი ენერგია მთლიანად შეტევას მოხმარდება.
ხვიჩას პოზიციის ცვლილება მის შედეგებზეც აისახება და უფრო მეტ გოლს და საგოლე გადაცემას გააკეთებს. წერენ იტალიური გამოცემები.