დღეს სოსო ჯაჭვლიანს 66 წელი შეუსრულდებოდა.
მსახიობის რძალი, კატო გიორგაძე სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:
„გილოცავ დაბადების დღეს. 4 წლის წინ ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი , მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე… მჯერა, რომ უკეთეს ადგილას ხარ…..
ძალიან გვაკლიხარ ყველას ….ძალიან გვიჭირს უშენოდ….
გვიყვარხარ“, – წერს კატო გიორგაძე