ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით გავრცელებულ კრიტიკულ მოსაზრებებს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი და წერს:
„რაღაცნაირად მოხერხდა და ხვიჩა კვარაცხელიას ცოლს დაჰბრალდა ფეხბურთელის ფორმა.
ხალხი სერიოზულად მსჯელობს ამაზე.
აი „ნაცები“ რომ მე დავშალე, მაგ ოპერიდანაა.
იქამდე დაგამცირებთ, სანამ ამ მეზოზოურ სიგიჟეს თავიდან არ ამოიგდებთ – სუყველას.
თქვე სუნიანო დინოზავრებო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.