იტალიურ მედიაში მილანთან მარცხის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებენ და ამბობენ რომ კვარა მარტო ეთამაშებოდა გუნდს.
“მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს. უბრალოდ ცოდოა ამ გუნდში. მარტო ეთამაშებოდა მილანს და დამხმარეც არავინ ჰყავდა შეტევაში” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარამ მილანის წინააღმდეგ გუნდში საუკეთესო ქულა დაიმსახურა.
პირველ ტაიმში ხვიჩა განსაკუთრებით აქტიური იყო და მისი შეჩერება მცველებს უჭირდათ.