გიორგი და ინა ქალდანები – ქართველი პარასპორტსმენი ცოლ-ქმარია. ისინი წლევანდელ პარაოლიმპიადაზეც გამოდიან და მთელი საქართველო გულშემატკივრობს. მხედველობის პრობლემების გამო ცოლ-ქმარმა წლების წინ გადაინაცვლა პარასპორტში და არაერთი ტიტული მოიპოვა.
წყვილი პირველი არხის სიუჟეტში საუბრობს ოჯახზე, სპორტზე და პატარა დამიანეზე, რომელიც მათი მთავარი მოტივატორია.