პენსიები იზრდება – ცნობილია როდიდან და ვის მოემატება პენსია
2025 წელს პენსია იზრდება – ამის შესახებ ვკითხულობთ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში.პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.
ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;გარდა ასაკობრივი პენსიისა, მომავალ წელს გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.