- ფოტოზე: ამირან გურჩიანი, ლაშა ქალდანი, გოჩა ვიბლიანი
უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ წალკაში. ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის“ მარკის ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია.
გარდაცვლილები არიან ლაშა ქალდანი, გოჩა ვიბლიანი, ამირან გურჩიანი და გია ფირცხელიანი.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, საშინელი დღე გათენდა, 4 ახალგაზრდა კაცი აღარ არის ცოცხალი. ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ამბობენ, ერთი მრავალშვილიანი მამა იყო და 5 შვილი ჰყავდაო. გლოვაა წალკაში, ყველა განიცდის ამ საშინელ ამბავს. გარდაცვლილებიდან ორს ვიცნობდი, გია ფირცხელიანს და ამირან გურჩიანს. ძალიან მეცოდება ყველა და მათი ოჯახები. აქციაზე იყვნენ გუშინ წასულები და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს ფაქტი მოხდა. ძალიან ვწუხვართ ყველანი და დიდი დანაკლისია ასეთი ახალგაზრდების დაღუპვა“, – ამბობს ადგილობრივი.
ნახეთ ვრცლად Ambebi.ge-ზე