როგორია კვარაცხელიას წლიური ანაზღაურება პსჟ-ში ? ცნობილი უცხოური გამოცემა ციფრებს ასახელებს

პრესტიჟული უცხოური საფეხბურთო გამოცემა Goal.com პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელების ანაზღაურებებს ასაჯაროვებს.

გამოცემა Capology-ზე დაყრდნობით წერს, რომ კვარაცხელია გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია უსმან დემბელეს შემდეგ.

თუ ამ გამოცემას დავუჯერებთ, კვარაცხელია წელიწადში დაახლოებით ჯამურად გასამრჯელოს სახით ბონუსების ჩათვლით 16 მილიონ ევროს მიიღებს.

წყარო – Goal.com