მეუღლე სამი წლის წინ დამეღუპა და ჩემს ერთადერთ გოგონასთან ერთად მარტო დავრჩი. რამდენიმე თვეში შვილი გამომიტყდა, რომ შეყვარებული ჰყავდა. მომავალი სასიძო წარმოშობით სოფლიდან აღმოჩნდა. თბილისში ბიძაშვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა და გოგონამ მითხრა, მამას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დავქორწინდებით და რეზო ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლადო. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ერთი შეხედვით, ცუდი ბიჭი არ ჩანდა, მუშაობდა. თან, ერთადერთ შვილს ქირით როგორ გავუშვებდი. ჯოჯოხეთი რეზოს გადმოსვლიდან სამ თვეში დაიწყო. თავიდან ძალიან კარგად იქცეოდა, თქვენობით მომმართავდა. ერთ დილას სამზარეულოში ვსაქმიანობდი, როდესაც წელს ზევით შიშველი, ქვედა საცვლის ამარა შემოვიდა.
ვიფიქრე, რომ იქ არ მელოდა და სირცხვილნაჭამი მოულოდნელად გავარდებოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ფეხი ფეხზე გადაიდო და ჩაის მოდუღება მთხოვა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ დღის მერე ჩემი სიძე სახლში სულ ასე დადის. მოთმინების ფიალა მაშინ ამევსო, როდესაც სტუმრად ჩემი დაქალები მოვიდნენ და მათ თვალწინ სამჯერ უცერემონიოდ გაიარა საცვლით. იმ ღამეს ჩემს გოგონას დაველაპარაკე და გამომიცხადა, მეც არ მომწონს, მაგრამ შენიშვნა რომ მივცე, იუკადრისებს, რადგან ჩემი ბინაა, ვავიწროვებო.
ახლა გადავწყვიტე, ბინა გავყიდო და ცალკე გავიდე, მაგრამ მგონია, რომ წინააღმდეგობას გამიწევენ. არადა, დავიღალე, როდემდე უნდა ვუყურო საცვლიან, შიშველ სიძეს?! ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო : fbesport.com